ლივერპულთან მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ. ლეგენდარულმა დამრიგებელმა "წითლებს" ყველაზე რთული მეტოქე უწოდა. შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" თავის დღევანდელ მოწინააღმდეგესთან 2009 წლის შემდეგ პირველად წააგო.
"იყო რთული შეხვედრა, თუმცა ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა. ვფიქრობ, ლივერპული ახლა არის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე, ნებისმიერი კლუბისთვის. შედეგი სამართლიანია: ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ და გუნდის თამაშით დავრჩი კმაყოფილი, მაგრამ ცხადია, მოგება "წითლებმა" უფრო დაიმსახურეს.
მიზანი რჩება უცვლელი - ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა. რეალს სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია. რაც შეეხება მბაპეს, მან სხვების მსგავსად ბევრი იბრძოლა, მაგრამ საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია. ყველაფერს გამოუყენებელი 11-მეტრიანიც დაემატა. კილიანს გვერდში ვუდგავართ, მას ეს სჭირდება", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.