ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და შინ ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რასაც გიორგი ჩაკვეტაძის, გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლები მოჰყვა.
ჩვენს მსგავსად, საქართველოს ნაკრებს ჩვენს გუნდში მოთამაშე ფეხბურთელების კლუბებიც ქომაგობდნენ და ამ გამარჯვებას გამოეხმაურნენ.
გასაკვირი არაა, რომ ქოჩორაშვილის გოლს ლევანტე ორიგინალურად გამოეხმაურა: "ვახ, ახლა გავგიჟდები...გოოოლ!"
"საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ გაიტანა!", - წერს უოტფორდის ოფიციალური გვერდი.
"მამარდაშვილმა და საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან 4:1 მოიგეს და ერთა ლიგის პირველივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმეს", - წერია ვალენსიას გვერდზე.