31 მაისს, პსჟ სეზონის ბოლო მატჩს გამართავს, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს დაუპირისპირდება.
იქამდე კი გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში კიდევ 2 ტური აქვს სათამაშო. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 1 კვირით ადრე, საფრანგეთის თასის ფინალს ითამაშებენ.
ლუის ენრიკეს ინიციატივით, დარჩენილი 20 დღე ფეხბურთელების მაქსიმალურად დასვენებას დაეთმობა. ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ ამ მძიმე და გადატვირთული სეზონის შემდეგ, ფინალამდე ფეხბურთელებს კარგი დასვენება, ოჯახებთან ერთად ყოფნა და ძალების დაზოგვა სჭირდებათ.
შესაბამისად, მონპელიასთან მატჩისთვის ენრიკემ 7 წამყვანი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა. ხვიჩა კვარაცხელია განაცხადშია, თუმცა რა თქმა უნდა, ისიც ლიმიტირებულ დროს მიიღებს.
დარჩენილ მატჩებში ენრიკე თავისი ფეხბურთელების ძალებს ისე გადაანაწილებს, რომ ფორმიდანაც არ ამოვარდნენ და დასვენების საშუალებაც მიეცეთ.








