ხვალ, დინამო არენაზე გაიმართება ლეგენდების სერიის მატჩი საქართველოს ნაკრებისა და ბარსელონას ლეგენდებს შორის.
მატჩის წინ, პრესკონფერენცია შოთა არველაძე, კახი კალაძე, ხავიერ სავიოლამ და იარი ლიტმანენმა გამართეს.
შოთა არველაძე: "ამ მატჩისთვის დიდი ხანია ვემზადებით. თუ აქამდე სასურველ ფორმაში 5-6 მოთამაშე იყო, ახლა დაოდენობა გაიზარდა. სამწუხაროა, რომ დროში ვეღარ ვბრუნდებით და აღარ გვაქვს შესაძლებლობა, განვიცადოთ ის სიამოვნება, რასაც კარიერის დროს განვიცდიდით. მსგავსი მატჩი კი არის იმის შესაძლებლობა, რომ დროში დავბრუნდე. იმედია, სტადიონზე მოსული გულშემატკივარი კარგ სანახაობას იხილავს."
კახი კალაძე: "ბარსელონა ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და სასიამოვნოა, რომ ჩვენს დედაქალაქს ასეთი დონის გუნდის ლეგენდები ესტუმრნენ. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი იქნება. დღეს, რონალდინიოც ჩამოვა, რაც ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ნათამაშები მაქვს როგორც მასთან ერთად, ისე მის წინააღმდეგ. ყოფილი თანაგუნდელების ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა"
იარი ლიტმანენი: "მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ლეგენდების მატჩში მივიღებ მონაწილეობას. შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სიამოვნება მივიღოთ. 10 წლის წინ, როცა ფინეთის ნაკრებმა საქართველოს 1:0 მოვუგეთ, იმასთან შედარებით საქართველოს ნაკრების უდიდესი პროგრესი აქვს. ადრე შოთი იყო, ახლა კვარაცხელია გყავთ. ქართველი ფეხბურთელი რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, ეს უდიდესი წარმატებაა"
ხავიერ სავიოლა: "გარდა თამაშისა, სასიამოვნოა აქაური ხალხის და კულტურის გაცნობა. ვფიქრობ, ხვალინდელი თამაშისგან ქართველი გულშემატკივარი დიდ სიამოვნებას მიიღებს, ჩვენ კი საქართველოს მომავალშიც ვესტუმრებით. საქართველოში ფეხბურთი პროგრესირებს და ამ დონეს შენარჩუნება სჭირდება, რაც ადვილი არ არის, მაგრამ საქართველოს ეს შეუძლია, რადგან კარგი მწვრთნელები ჰყავთ და იციან, როგორ აღზარდონ ბავშვები"








