7 მედალი მოიპოვეს ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიო თასზე. ჩილეში გამართულ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ოქროს მედლები აკაკი ჯინჭარაძემ(+ 107 კგ.) მოიპოვა, ქართველმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში 246 კგ. სამი მისვლის ჯამში კი 721 კგ დააგროვა და 2 ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ამავე წონაში გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ.) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 218 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში დაგროვებული 433 კილოგრამით კი მეორე ბრინჯაოც მოიპოვა.
მაკა კვინჩიას (+86 კგ) ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია, მაკამ ინდივიდუალურ გამოსვლაში 126 კგ. აწია და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 371 კილოგრამით , მეორე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
იაგო გორგოძემ (-107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 180 კგ. დააფიქსირა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.








