პარიზის პარალიმპიური თამაშების დასკვნით დღეს საქართველოს მე-9 მედალი პარაძალოსანმა აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) მოუტანა. აკაკიმ 250 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ქართველმა კარიერაში მესამე ოლიმპიადაზე იასპარეზა. პარაძალოსანი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიო თასის მრავალგზის მფლობელია.
პარალიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ,აკაკი ჯინჭარაძე ახალი მიზნებისთვის ბრძოლას იწყებს და გულშემატკივარს ბევრ გამარჯვებას ჰპირდება.
პარალიმპიური თამაშები, მზადება ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად, -აკაკი ჯინჭარაძე
-სთან ინტერვიუში საუბრობს:
- პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვე, როგორ შეაფასებ შენ ასპარეზობას პარიზში?
- პარალიმპიადაზე მედალი სასიხარულო და კარგი შედეგია, მაგრამ რაღაც ემოციის გარეშე შევხვდი ბრინჯაოს, ისეთი ბრძოლა იყო ერთი კილოთი წამართვეს ვერცხლი, როცა ჩემი მეტოქის აწეული არ ითვლებოდა და ჩაუთვალეს 251 კილო, მაგრამ არაუშავს.
- გამოცდილება, რომელიც პარალიმპიადამ მოგცა..



















