კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი ეტაპზე ტორპედო ქუთაისმა დრამატულ ბრძოლაში ორდაბასი 4:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ იმერული კლუბი აგებდა ორჯერ, მასპინძლებს ლუკა იმნაძემაც გაუტანა. საბოლოოდ ყველაფერი ქართული გუნდის მოგებით დასრულდა.
ტორპედოსა და ორდაბაზს შორის დაგეგმილი განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში გაიმართება. აქვე დავამატებთ, კონფერენს ლიგის შესარჩევში მონაწილეობას დილა და სპაერიც იღებენ.
ტორპედო 4:3 ორდაბასი
გოლები: 1:0 იონსენი 30', 1:1 ჩაპატინა 32', 1:2 იმნაძე 35', 2:2 სიმიჩი 47', 2:3 ტურსინბაი 69', 3:3 იონსენი 79', 4:3 სიმიჩი 94'.







