თბილისი ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. 16-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი 2016 წლიდან იმართება და მიმდინარე წელს, სტარტი მე-6 გათამაშებამ აიღო.
დარასელიას თასის გათამაშებაში 6 გუნდი მონაწილეობს: დინამო თბილისი, თბილისის ლოკომოტივი, იუვენტუსი (იტალია), უოტფორდი (ინგლისი), ვალენსია (ესპანეთი) და გალათასარაი (თურქეთი).
25 აგვისტოს, დინამო თბილისმა, მეორე მატჩი იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატარა და კვლავ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა (1:3). აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისის აკადემიამ უკვე გამართულ 2 მატჩში 6 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა.
შეხვედრაში ანგარიში ძალიან სწრაფად გაიხსნა, როდესაც მე-3 წუთზე, ლუკა ციკოლიამ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა. მე-9 წუთისთვის, ნიკოლოზ ჩიქოვანის აქტიურობას, იუვენტუსის მხრიდან საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი მოჰყვა. ტაიმის მიწურულს, იუვენტუსმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა 44-ე წუთზე შოთიკო დიაკონიძემ მატჩის საბოლოო ანგარიშს წერტილი დაუსვა (1:3).
დღესვე გაიმართა მეორე მატჩიც, სადაც ვალენსიამ გალათასარაი ასევე უხვგოლიან შეხვედრაში, ანგარიშით 4:1 დაამარცხა, რითაც ჯგუფური ეტაპი დასრულდა.
ჯგუფური ეტაპი 23, 24 და 25 აგვისტოს გაიმართა, 26 აგვისტოს კი მეოთხედფინალებია დაგეგმილი: 18:00 საათიდან, უოტფორდი - გალათასარაის შეხვდება, ხოლო 21:00 საათიდან, ლოკომოტივი - იუვენტუსს.
1/2 ფინალში, უოტფორდსა და გალათასარაის შორის გამარჯვებული ვალენსიას გაუწევს მეტოქეობას, ხოლო ლოკომოტივსა და იუვენტუსს შორის გამარჯვებული - დინამო თბილისს.
ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ტაიმი 35 წუთს გრძელდება. გათამაშების არსებობის განმავლობაში პირველად, მატჩები სრულად ბუნებრივსაფარიან მოედნებზე იმართება: ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა და საგურამოში, ს.კ ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზაზე. შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა საქართველოს პირველ არხზეა შესაძლებელი.
ტურნირის ფორმატი: გუნდები A და B ჯგუფში ნაწილდებიან, პირველადგილოსნები ნახევარფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ჯვარედინული პრინციპით (A2-B3; B2-A) ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან. მეოთხედფინალის გამარჯვებულები ბრძოლას თასისთვის განაგრძობენ, დამარცხებულები კი ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან. ჩატარდება მე-3 ადგილისთვის შეხვედრაც.
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: ლივერპული vs. მანჩესტერ სიტი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქსირეთ…
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიოანტზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. -100 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა — 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნა…
არგენტინის ნაკრების მაისური ათიანით ზურგზე ლიონელ მესის აღარ ეკუთვნის. როგორც ვიცით, ლეგენდარულმა შემტევმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. გავიხსენოთ "ალბისელესტეს" ყველა მე-10 ნომერი, 1950-იანი წლების მე-2 ნახევრიდან - დღემდე. შეგახსენებთ იმასაც, რომ ინტერ მაიამის ამჟამინდელი კაპ…
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ფროსინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი განჩდა. მისი შეძენით რომა და მისი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ინტერესდება, რაზეც იტალიური La Gazzetta Dello Sport წერს. "კვერნაძე - ახალი კვარაა -…
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგ ბრძოლამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება. სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელმა რუსმა ჩემპიონმა დაახასიათა რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის ქართველი მოწინააღმდეგეც, რომელსაც "გაფუჭებული მანქანა" უწოდა. "რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვადამდე…
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
ინტერის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, კერტის ჯონსმა ბოლო ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ინგლისელი ფეხბურთელი გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯონსი 4-დან 5 კვირამდე იუქმებს, რის შემდეგაც გუნდთ…