კაზუიოში მიურა ფეხბურთის თამაშს 58 წლის ასაკშიც აგრძელებს. ის ამჟამად ატლეტიკო სუძუკას ფეხბურთელია. სხვადასხვა დროს მან საერთო ჯამში გამოიცვალა 20-მდე კლუბი და ბევრს აღარ ახსოვს ის ფაქტი, რომ იაპონელი ფორვარდი თამაშობდა ევროპაშიც: 1994/95 წლების სეზონში, იჯარით ჯენოაში.
"როსობლუს" თავდამსხმელის დებიუტი გამოდგა წარუმატებელი - თავებით დაჯახება ფრანკო ბარეზისთან, რის შედეგადაც ტვინის შერყევა, ცხვირის მოტეხილობა და ხანგრძლივი ტრავმა. "გრიფონების" მე-11 ნომერმა მოასწრო 23 მატჩის ჩატარება და მხოლოდ 1 ბურთის გატანა, მაგრამ გოლი გამოდგა დასამახსოვრებელი: მეზობელი სამპდორიას კარში.
"ლურჯ-წითლებიდან" წამოსვლის შემდეგ, "კინგ კაზუ" დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა 1999 წელს მან კიდევ ერთხელ სცადა ბედი ევროპაში, ამჯერად ზაგრების დინამოში. მცდელობა გამოდგა ისევ წარუმატებელი: მიურამ უგოლოდ ჩაატარა 12 მატჩი, მაგრამ ხორვატიის ჩემპიონობა აქტივში მაინც ჩაიწერა. იმის შემდეგ, იაპონელ ფორვარდს ევროპაში აღარ უთამაშია.