2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი სტუმრად 62-32 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში დუბლი გაიფორმა აკაკი ტაბუცაძემ და ყველა დროის სანაკრებო მელელოვეების საუკეთესო ათეულში შევიდა — მის ანგარიშზე ბორჯღალოსნების მაისურით დადებული 46 ლელოა.
აღსანიშნავია, რომ ათეულში მყოფი მორაგბეებიდან აკაკი ტაბუცაძის გარდა უკვე ყველას აქვს სანაკრებო კარიერა დასრულებული. ესპანეთთან დადებული ლელოებით მან ლეგენდარულ ახალ ზელანდიელ ბოდენ ბარეტს გადაუსწრო.
TOP 10 მელელოვე სანაკრებო დონეზე:
1) დაისუკე ოჰატა (იაპონია) — 69 ლელო
2) ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) — 67 ლელო
3) დევიდ კამპეზე (ავსტრალია) — 64 ლელო
4) შეინ უილიამსი (უელსი) — 60 ლელო
5) ჰიროტოკი ონოზავა (იაპონია) — 55 ლელო
6) რორი ანდერვუდი (ინგლისი, ლაიონსი) — 50 ლელო
7) დაგ ჰოულეტი (ახალი ზელანდია) — 49 ლელო
8) ჯორჯ ნორზი (უელსი, ლომები) — 49 ლელო
9) ბრაიან ო'დრისკოლი (ირლანდია, ლომები) — 47 ლელო
10) აკაკი ტაბუცაძე (საქართველო) — 46 ლელო