საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში გადის.
გუშინ, რამაზ სვანაძემ იმ23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც საქართველოს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წარადგენენ.
შემადგენლობას დღეს, ტრავმის გამოჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი - საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა, რომელსაც ლადო ოდიშვილი (თელავი) შეცვლის.
ლადო, 21-წლამდე ნაკრებს პირველად 2024 წლის სექტემბერში შემოუერთდა და მას შემდეგ ნაკრების ფორმით 4 მატჩი აქვს ჩატარებული. ხოლო მანამდე, ერთი მატჩი 2024 წლის ივნისში, ყაზახეთის წინააღმდეგ 20-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშა.







![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)




