პრემიერ ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, მანჩესტერ იუნაიტედი ესტუმრა ლონდონის ჩელსის, რომელთანაც დრამატულ ბრძოლაში 4:3 დამარცხდა. კონორ გალაჰერისა და კოულ პალმერის გოლების შემდეგ, "წითელი ეშმაკები" პირველი ნახევრის მე-19 წუთისთვის 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ შემდეგ, თითქოს ქამბექის მომწიფება დაიწყო.
პირველი ტაიმის ბოლოსთვის ანგარიში უკვე 2:2 იყო, "არისტოკრატების" კარი ბრუნო ფერნანდეშმა და ალეხანდრო გარნაჩომ აიღეს. მოგვიანებით, არგენტინელმა ვინგერმა დუბლი გაიფორმა და "მანკუნიანელები" წინ გაიყვანა, მაგრამ მე-10 დამატებულ წუთზე პალმერმა გაიტანა კიდევ ერთი 11-მეტრიანი, ერთ წუთში კი მან თავის გუნდს მოაგებინა კიდეც.
შედეგად - მოედანზე გატარებული 102 წუთის შემდეგ, "ლურჯებმა" უდავოდ წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვეს. ოლდ ტრაფორდის ბინადრები, 51 ქულით, მე-6 პოზიციაზე რჩებიან, სტემფორდ ბრიჯზე კი ნამდვილი ზეიმია.
საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა მარსელსა და პსჟ-ს შორის შედგა და სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ფერან ტორესმა 66-ე წუთზე გახსნა, რომელმაც მე-60 წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. მარსელმა ანგარიში გაათან…
სერია A-ს მე-5 ტურის დასკვნითი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მილანმა ლეჩეს უმასპინძლა. რუბენ ამორიმის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა. მილანი 3-0 ლეჩე გოლები: 1-0 კრისტიან პულისიკი 14', 2-0 ადრიენ რაბიო 61', 3-0 დიეგო მორეირა 73'…
ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი ვილიარეალსა და ლევანტეს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მასპინძელი გუნდის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მატჩის მიწურულს მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და თამაშს საბოლოო წერტი…
ეროვნული ლიგის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და ტორპედო ქუთაისი დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს, 23-ე წუთზე თავი ანდრიჩმა გამოიჩინა, თუმცა ტაიმის მიწურულს თორნიკე კირკიტაძემ ანგარიში გაათანაბრა. 51-ე წუთზ…
პრემიერ ლიგის მე-5 ტურის დასკვნითი მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც ფულემმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა. მაყურებლებმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, სადაც გუნდებმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს. საბოლოო ჯამში, ფულემმა და მანჩესტერ…
ლა ლიგის მეშვიდე ტურში გაიმართა მადრიდული დერბი, რომელშიც რეალი გასვლაზე ატლეტიკოსთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მასპინძელი "როხიბლანკოსის" მხრიდან "სამეფო კლუბის" კარი აიღეს ალექს გრიმალდომ და ჯონათან დევიდმა, რომლებსაც უპასუხა ანტონიო რუდიგერმა, მაგრამ თუნდაც ქულის გადასარჩენად ე…
იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი ფროსინონესა და კომოს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. სერია A-ში ახლად აღზევებული ფროსინონე მორიგ საოცარ მატჩს გვთავაზობს და ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან იგებს. ანგარიში მე-14 წუთზე კალომ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი კვერნაძე…