2-თვიანი საზაფხულო შესვენების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატი განახლდება. 18 ტურის მონაცემებით, სატურნირო ცხრილს გორის დილა ლიდერობს.
გასული 2 თვის განმავლობაში, გუნდებმა მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და საქართველოს თასზე თამაშიც მოასწრეს.
ამ ყველაფერთან ერთად, თითქმის ყველა გუნდში ცვლილებები განხორციელდა, ბევრმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვა და ბევრი ახალწვეული მოვიდა.
ტურს დინამო თბილისისა და სამგურალის მატჩი გახსნის, დღესვე გაიმართება დილასა და გაგრას დაპირისპირება.
იბერია ერთადერთი გუნდია, რომელიც ამჟამად ევროტურნირებზე ასპარეზობს. ბაშაქშერისთან მატჩამდე, ისინი ტურის მატჩს თელავის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
მე-19 ტური
3 აგვისტო
დინამო თბილისი-სამგურალი 20:00 საათი
დილა-გაგრა 21:00 საათი
4 აგვისტო
იბერია-თელავი 20:00 საათი
დინამო ბათუმი-კოლხეთი 21:00 საათი
5 აგვისტო
ტორპედო-სამტრედია 21:00 საათი