ლივერპულმა ხმაურიანად შემოაბიჯა ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების სიაში და ამიერიდან ინგლისურ გუნდს ათეულში ორი მოთამაშე ეყოლება. მერსისაიდელებმა 144 მილიონ ევროდ გაიფორმეს ალექსანდერ ისაკი და ის ტოპ 10-ში მე-4 პოზიციას იკავებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ფლო ვირციც, 125 მილიონი, მე-8 ადგილი.
სიიდან ამოვარდნენ კრიშტიანუ რონალდუ, ანტუან გრიზმანი და ჯეკ გრილიში, რადგან მინიმალური ზღვარი ამიერიდან არის 120.8 მილიონი ევრო - სწორედ ამდენი გადაიხადა მადრიდის რეალმა ედენ აზარში, მოთამაშეში, რომელიც ტოპ 10-ს ასრულებს.
10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში
| ფეხბურთელი | ტრანსფერი | ღირებულება |
| ნეიმარ ჟუნიორი | ბარსელონადან - პსჟ-ი | 222 მილიონი ევრო |
| კილიან მბაპე | მონაკოდან - პსჟ-ში | 180 მილიონი ევრო |
| უსმან დემბელე | დორტმუნდიდან - ბარსელონაში | 148 მილიონი ევრო |
| ალექსანდერ ისაკი | ნიუკასლიდან - ლივერპულში | 144 მილიონი ევრო |
| ფილიპე კოუტინიო | ლივერპულიდან - ბარსელონაში | 135 მილიონი ევრო |
| ჟოაუ ფელიქსი | ბენფიკადან - ატლეტიკოში | 127.2 მილიონი ევრო |
| ჯუდ ბელინგემი | დორტმუნდიდან - რეალში | 127 მილიონი ევრო |
| ფლორიან ვირცი | ლევერკუზენიდან - ლივერპულში | 125 მილიონი ევრო |
| ენცო ფერნანდესი | ბენფიკადან - ჩელსიში | 121 მილიონი ევრო |
| ედენ აზარი | ჩელსიდან - რეალში | 120.8 მილიონი ევრო |








