ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურთან ერთად, წუხელ გაიმართა MLS-ის რეგულარული სეზონის მატჩი ინტერ მაიამისა და ჩიკაგო ფაიერს შორის, რომელიც 1:1 დასრულდა. შეხვედრის მთავარი ჰაილაითი: რობერტ ლევანდოვსკისა და როდრიგო დე პოლის შელაპარაკება, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა თავის მიღწევებს ხაზი გაუსვა.
პოლონელმა თავდამსხმელმა არგენტინელი მეტოქისგან მოისმინა ასეთი ფრაზა - "ვინ ხარ შენ, სულელო? მე მსოფლიო ჩემპიონატისა და კოპა ამერიკას ტიტულები მაქვს!", - მიუნხენის ბაიერნის ექს-ფორვარდმა ამ ყველაფრის პასუხად მხოლოდ ჩაიცინა. მოედანზე იყო ლეო მესიც, მაგრამ ის კონფლიქტში არ ჩარეულა.
🚨🚨🎙️| Rodrigo de Paul to Robert Lewandowski:
— CentreGoals. (@centregoals) September 10, 2026
"Who are you? DUMMY! I have won 2 Copa America's and 1 World Cup, and you?!" pic.twitter.com/LZJmL2ifXc











