პორტუგალია-უზბეკეთის მატჩის გმირი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და პირველი მოთამაშე გახდა, ვინც გოლი 6 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. ამასთან, რონალდუმ კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობა 975-მდე გაზარდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ისტორიულ ნიშნულს.
მატჩის დასრულების შემდეგ 41 წლის ფეხბურთელმა მედიასთან ისაუბრა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ლიონელ მესის შესახებ კითხვის დასმა სცადა, თუმცა კრიშტიანუ რონალდუს პასუხი მოკლე იყო: "შემდეგი კითხვა“.
⚠️⛔️ CRISTIANO RONALDO IGNORÓ LA PREGUNTA CUANDO MENCIONARON A MESSI.
— Sudanalytics (@sudanalytics_) June 23, 2026
⁉️ ¿Opiniones? pic.twitter.com/HafhTjQNNG













