მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში მაყურებელმა მორიგი საფეხბურთო ზეიმი იხილა. ერთმანეთს არგენტინა და ეგვიპტე დაუპირისპირდენნ, სადაც გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და საოცარი დაპირისპირება შემოგვთავაზეს.
იმის მიუხედავად, რომ ეგვიპტე 2-0 იგებდა და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო, საქმეში ლიონელ მესი ჩაერთო, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი ულამაზესი გოლიც შეაგდო.
საოცარი ქამბექის შემდეგ, ყველა დამატებით ტაიმებს ელოდა, თუმცა საქმეში ლაუტარო მარტინესი ჩაერთო, რომელმაც საოცარი ასისტი გააკეთა და ენცო ფერნანდესს გაატანინა — არგენტინის ნაკრები საქმეში რჩება და 1/4 ფინალში ითამაშებს!
არგენტინა 3-2 ეგვიპტე
გოლები: 0-1 იასერ იბრაჰიმი 15', 0-2 მუსტაფა ზიკო 67', 1-2 კრისტიან რომერო 79', 2-2 ლიონელ მესი 83', 3-2 ენცო ფერნანდესი 90+2'.














