მანჩესტერ სიტი - გუნდი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ეყოლება ყველაზე მეტი, 19 ფეხბურთელი. საუბარია ბერნარდო სილვაზე, ერლინგ ჰოლანდზე, როდრი ერნანდესზე, რუბენ დიაშზე, რაიან შერკისა და სხვებზე. "ქალაქელებს" 1 მოთამაშით ჩამორჩება ბაიერნი, მე-3 პოზიციას კი 16-16 ფეხბურთელით პარის სენ-ჟერმენი და არსენალი იყოფენ.
აღსანიშნავია, რომ ათეულში არის ერთი არაევროპული გუნდი - ალ ჰილალი, რომელსაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 12 ფეხბურთელი ეყოლება. ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 10-ეულს მიღმა აღმოჩნდა რეალ მადრიდი, 10 მოთამაშით აშშ-ში გასამართ მუნდიალზე.
კლუბები ყველაზე მეტი ფეხბურთელით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
| მანჩესტერ სიტი | 19 |
| ბაიერნი | 18 |
| პსჟ | 16 |
| არსენალი | 16 |
| ბარსელონა | 15 |
| მანჩესტერ იუნაიტედი | 12 |
| ატლეტიკო | 12 |
| კრისტალ პალასი | 12 |
| ალ ჰილალი | 12 |
| ლივერპული | 11 |
| დორტმუნდი | 11 |
| გალათასარაი | 11 |











