კრიშტიანუ რონალდუს ასაკი მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისთვის არის 41 წელი და 3 თვე, თუმცა ის ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი არ არის. პორტუგალიელ ფორვარდზე ხანდაზმულია შოტლანდიის ეროვნული გუნდის გოლკიპერი, კრეიგ გორდონი, რომელიც 43 წლისა და 5 თვის არის.
ალ ნასრის კაპიტანი მოდის ჰარტსის მეკარის შემდეგ, სამეულს კი ხურავს კიდევ ერთი კარის დარაჯი - გილიერმო ოჩოა, 40 წელი, 10 თვე. რაც შეეხება ლეო მესის, აშშ-ში გასამართი მუნდიალის სტარტისთვის ის არის 38 წლისა და 11 თვის, რითაც ყველაზე ხანდაზმულ მოთამაშეთა 10-ეულს მიღმაა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ტოპ 10.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 10 ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი
| კრეიგ გორდონი | 43 წელი, 5 თვე | შოტლანდია |
| კრიშტიანუ რონალდუ | 41 წელი, 3 თვე | პორტუგალია |
| გილიერმო ოჩოა | 40 წელი, 10 თვე | მექსიკა |
| ლუკა მოდრიჩი | 40 წელი, 8 თვე | ხორვატია |
| მანუელ ნოიერი | 40 წელი, 2 თვე | გერმანია |
| ედინ ჯეკო | 40 წელი, 2 თვე | ბოსნია |
| ვოზინია დიაში | 40 წელი, 1 თვე | კაპო ვერდე |
| ფერნანდო მუსლერა | 39 წელი, 11 თვე | ურუგვაი |
| იუტო ნაგატომო | 39 წელი, 8 თვე | იაპონია |
| ერნან გალინდესი | 39 წელი, 2 თვე | ეკვადორი |






![[VIDEO] მუნდიალის მსაჯი, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს — ომარ არტანს სამშობლოში ასობით ადამიანი დახვდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FAxrXYmlf5keGOSZsJDveCXphHXEJz8CV.png&w=3840&q=75)





