ერლინგ ჰოლანდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება ასეთი სტატისტიკით - 49 მატჩში 55 გოლი ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში. მანჩესტერ სიტის ფორვარდი აშშ-ს მუნდიალზე იქნება ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ეროვნულ გუნდში გატანილი ბურთები ჩატარებულ შეხვედრებზე მეტი აქვს.
ნორვეგიელი თავდამსხმელის გოლების გატანის საშუალო მაჩვენებელი უდრის 1.12-ს, რაც როგორც აღვნიშნეთ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია. რაც შეეხებათ სხვებს, მე-2 პოზიციაზე არის არა ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ ან კილიან მბაპე, არამედ კოკი ოგავა.
იაპონელმა თავდამსხმელმა თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 15 მატჩში მოასწრო 11 გოლის გატანა, რაც საშუალოდ 0.73-ს უდრის. სამეულს ხურავს რომელუ ლუკაკუ, რომელსაც ბელგიის ეროვნულ გუნდში 124 შეხვედრაში 89 ბურთი დაუგროვდა. მისი შედეგიანობის საშუალო მაჩვენებელი 0.72-ს უდრის.




![[VIDEO] მუნდიალის მსაჯი, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს — ომარ არტანს სამშობლოში ასობით ადამიანი დახვდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FAxrXYmlf5keGOSZsJDveCXphHXEJz8CV.png&w=3840&q=75)








