მილანის ინტერის მთავარმა ლიდერმა და ბომბარდირმა ლაუტარო მარტინესმა მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელად მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი ჰარი კეინი დაასახელა.
"ჰარი კეინი მსოფლიოში საუკეთესოა, ის ჰოლანდს მირჩევნია ბურთის კონტროლით, თამაშის წაკითხვით და თავით თამაშითაც გამორჩეულია.
რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელს მარკუს ტურამსს, ჩვენ ნელ-ნელა შევთამაშდით. მარკუსი მხიარული ადამიანია მე კი სერიოზული. ერთმანეთს ვავსებთ და შეტევაში ძალიან მეხმარება"
შეგახსენებთ, რომ 17 გოლით მარტინესი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ხოლო ჰარი კეინი 36 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირი.








