მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გამართული მატჩი ბრაზილიისა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის, ნორვეგიელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
ამ მატჩის გადამწყვეტი მომენტი მატჩის სტარტზე იყო, როცა ბრაზილიის ნაკრებმა პენალტი მოიპოვა, რომელიც არა ვინისიუსმა, არამედ ბრუნო გიმარაეშმა დაარტყა და გააფუჭა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ და ფეხბურთელმა ვინისიუს ჯუნიორმა გააკეთეს.
ვინისიუსი: "რატომ არ შევასრულე პენალტი? - ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი მთავარი მიზანი არა იდნივიდუალურად თავის გამოჩენა, არამედ ნაკრების წარმატებაა, მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც პატივს ვცემ"
კარლო ანჩელოტი: "ტურნირის დაწყების წინ, პენალტის დამრტყმელების სია შევადგინეთ, პირველი დამრტყმელი რაფინია იყო, შემდეგ მოდიოდნენ ნეიმარი, იგორ ტიაგო, ბრინო გიმარაეში და მარტინელი. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვინისიუსი მე-6 შემსრულებლად გვყავდა"














