ოფიციალურად: მარკ კუკურეია რეალ მადრიდის ფეხბურთელია! სამეფო კლუბმა ამის შესახებ განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ესპანელმა განაპირა მცველმა რეალთან კონტრაქტი 2032 წლამდე გააფორმა, მხარეებს შორის კი €55/60 მილიონიანი გარიგება შედგა.
Comunicado Oficial: Cucurella.https://t.co/O3LIA2aLyT
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 15, 2026
კუკურეიას ტრანსფერი ჟოზე მოურინიოს პირადი მოთხოვნა იყო, ხოლო ფლორენტინო პერესმა პორტუგალიელი სპეციალისტის სურვილი დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რეალ მადრიდმა იბრაჰიმა კონატეს, დენზელ დუმფრისისა და ბერნარდუ სილვას ტრანსფერები უკვე დახურა, ხოლო მარკ კუკურეია მადრიდული გრანდის ზაფხულის მეოთხე შენაძენი იქნება.
კლუბთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, "სამეფო კლუბი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გააგრძელებს და მიმდინარე ზაფხულში მინიმუმ კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.










