მსოფლიო ჩემპიონატზე 1/16 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩი არლინგტონში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ავსტრალია-ეგვიპტის დაპირისპირება იხილა.
90 წუთის განმავლობაში გუნდებმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო დამატებით ტაიმებში ორივე ნაკრებმა კარი მშრალად შეინახა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა.
პენალტები უფრო ზუსტად ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელებმა შეასრულეს და მომდევნო ეტაპის საგზური სრულიად დამსახურებულადაც მოიპოვეს.
ავსტრალია 1-1 ეგვიპტე (პენალტების სერია: 2-4)
გოლები: 0-1 ემამ აშური 13', 1-1 მოჰამედ ჰანი (ს.კ.)














