ხვალ გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა საქართველოსა და პოლონეთის 21-წლამდე ნაკრებებს შორის,
მატჩის წინ კომენტარი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აზაროვმა გააკეთა.
"მოხარული ვარ, რომ ზედიზედ მეორედ მიწევს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. სასიხარულოა, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპიდან შევძელით.
ვფიქრობ, რითიც აქამდე მოვედით, იგივე შემართებით ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
ჩემთვისაც და ჩემი თანაგუნდელებისთვისაც ეს ტურნირი იქნება ტრამპლინი, რომ უკეთეს გუნდში გადავიდეთ და კარიერულად განვვითარდეთ", - განაცხადა აზაროვმა.











