ხვალ გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა საქართველოსა და პოლონეთის 21-წლამდე ნაკრებებს შორის.
მატჩის წინ პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გამართა.
"ძალან სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება. გადაწყობას რაც შეეხება, დრო მცირე გვქონდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ ყველაფერს მზადყოფნაში შევხვდეთ. ერთადერთი, რაც ჩემი ფეხბურთელებისგან ვითხოვ, გუნდურობაა, რაც ყველაფერს აბალანსებს.
პოლონეთის ნაკრების სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. საკმაოდ დაბალინსებული გუნდია დაცვაშიც და შეტევაშიც, თუმცა ჩვენი გეგმები გვაქვს და ეს გეგმები რეალიზებაში უნდა მოვიყვანოთ. ჩვენი გეგმა ასეთია - ყველა მატჩში, ყველა მეტოქესთან გავდივართ მოედანზე, რათა გავიმარჯვოთ.
თუ გინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიო, თანაბრად უნდა იცოდე დაცვაც, პრესინგიც, შეტევაც და ყველაფერი, რაც საფეხბურთო ელემენტებს უკავშირდება", - განაცხადა სვანაძემ








