პარაგვაისთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა.
უხეში თამაშის გამო, დეშამმა პარაგვაის ნაკრების ფეხბურთელები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ფეხბურთი არ იყო.
"კარგად მახსოვს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ურუგვაის წინააღმდეგ მბაპე მოედნიდან გავიყვანე, რადგან მეტოქე უხეშად თამაშობდა და არ მინდოდა, ტრავმა მიეღო.
ასე იყო დღესაც - მათ ფეხბურთიის თამაში არ უნდოდათ. ჩვენ კი სხვა მიზნები გვაქვს და არ გვინდა, ფეხბურთელები დავკარგოთ, ამიტომ მომიწია მეორე ნახევარში შეტევის შეცვლა", - განაცხადა დეშამმა.














