მთელი მსოფლიო პარაგვაის ნაკრების კრიტიკაშია. საფრანგეთთან გამართულ მატჩში, პარაგვაელები ბინძურ ხრიკებს მიმართავდნენ, რათა უძლიერესი მეტოქე შეეჩერებინათ.
პარაგვაისა და საფრანგეთის მატჩს ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოეხმაურა.
"დღევანდელ მატჩში რომ მეთამაშა, ალბათ 4-5 წითელ ბარათს აუცილებლად მივიღებდი. არ მიყვარს, როცა პროვოკაციულად მეთამაშებიან.
საფრანგეთის ნაკრებმა კი მოგვცა მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს. ისინი მშვიდად იყვნენ და პარაგვაელთა ხრიკებს სიცილით ხვდებოდნენ. ეს საუკეთესო გზაა პასუხის გასაცემად", - განაცხადა იბრამ.
მუნდიალის 1/8 ფინალური მატჩი პარაგვაისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის, ფრანგების გამარჯვებით 0:1 დასრულდა.














