ამერიკამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ბოსნია & ჰერცეგოვინა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. აშშ პირველი ტაიმის მიწურულს ფოლარინ ბალოგუნმა დააწინაურა, რომელმაც მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ბოსნიელთა კარის ბადე შეარხია. აღსანიშნავია, რომ 64-ე წუთზე ის მოედნიდან გააძევეს და მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 10 კაცით დარჩა.
მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უპირატესობა არ გაანიავა და მეტიც, გაზარდა - მალიკ ტილმანმა შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აშშ 2-0 ბოსნია
გოლები: 1-0, ბალოგუნი 45'. 2-0, ტილმანი 82'.














