ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა გაიხსენა, თუ როგორ დაუმეგობრდა ედგარ დავიდსს ტურინის იუვენტუსში. ისინი გვერდიგვერდ თამაშობდნენ 1998-2001 წლებში, მათი მოედანზე ერთად გატარებული დროის რაოდენობა კი 113 მატჩს შეადგენს. მოგვიანებით, ფრანგი გამთამაშებელი გადავიდა მადრიდის რეალში, მაგრამ ნიდერლანდელ ჩამშლელთან დაკავშირებული მოგონებები მას ცხოვრების ბოლომდე გაყვა.
"დავიდსს ჰქონდა გატაცება - ქუჩაში ფეხბურთის თამაში. ჩვენ ყოველდღე გვქონდა ვარჯიში, ასფალტზე თამაშისას კი ტრავმის მიღების რისკი საკმაოდ მაღალი იყო. როდესაც ედგარს ეს ვუთხარი, ის შემეწინააღმდეგა: "შეიცვალე! არ გახსოვს საიდან მოდიხარ, სად გაიზარდე? არ დაგავიწყდეს შენი ფესვები და ის, თუ საიდან დაიწყე შენი გზა".
ნიდერლანდელი ნახევარმცველი ხშირად გადიოდა ქუჩაში, მე მხოლოდ რამდენჯერმე გავყევი მას. სიგიჟეს ჰგავდა - ვარჯიშის შემდეგ ჩვენ გავდიოდით ქუჩაში და ტურინში მცხოვრებ ემიგრანტებთან ერთად პარკირებაზე ფეხბურთს ვთამაშობდით. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კლუბი ამის გაკეთებას კატეგორიულ გვიკრძალავდა", - იხსენებს "ბებერი ქალბატონის" ყოფილი გამთამაშებელი.