ჟერომ ბოატენგი სერია A-ში ტრანსფერს უახლოვდება

2023 წელს ბოატენგი თავისუფალი აგენტი გახდა, როდესაც ლიონმა კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. შემდეგ იყო ბაიერნში დაბრუნების მცდელობა, თუმცა საბოლოოდ ტუხელმა მის ტრანსფერზე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად, მთელი ეს პერიოდი ბოატენგი ბაიერნის ბაზაზე ვარჯიშობდა.
სერია A ბოატენგების ოჯახს კარგად იცნობს — ჟერომის უფროს ძმას, კევინ-პრინსს იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.







