ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის რეალის შემტევმა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა წითელი ბარათი მიიღო. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ მას არ მიუყენებია შეურაცხყოფა მსაჯისთვის და ბარათის მიღების მომენტში ინგლისელმა ფლეიმეიქერმა თავისთვის
Fuck off განაცხადა. არბიტრი ხოსე მონტერო ამტკიცებს, რომ "სამეფო კლუბის" გამთამაშებელმა მას
Fuck you უთხრა.
იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი მსაჯის ბრალდება დადასტურდება, "ბლანკოსის" ხუთიანი 4-დან 12 შეხვედრამდე დისკვალიფიკაციით დაისჯება. საინტერესოა, რომ ბერნაბეუს ბინადართა ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი, კრიშტიანუ რონალდუ ჯერ კიდევ 2018 წელს აკრიტიკებდა არბიტრებს ზედმეტი სენსიტიურობის გამო.
"დიახ, არბიტრი ხელშეუხებელია, თუმცა ყოველთვის უნდა გაითვალისწინო გარემოებები და ვალდებული ხარ ლავირება მოახდინო. ინგლისში მიღებულია მსაჯთან ხისტად საუბარი და წესების დარღვევის დროს "fuck off"-ის თქმა. ესპანეთში კარდინალურად სხვა სიტუაციაა, აუცილებლად გაგაძევებენ", - აცხადებდა პორტუგალიელი ფორვარდი 7 წლის წინ.