ლას ვეგასში, "ალიჯენთ სთეიდიუმზე" ისტორიაში რიგით 58-ე სუპერ ბოული გაიმართა, რომელიც "კანზას სითი ჩიფსის" გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის ძირითადი 4 პერიოდი ფრედ, 19:19 დასრულდა, ხოლო დამატებით ტაიმში "კანზას სითი ჩიფსმა" 6:3 მოუგო "სან-ფრანცისკო 49-ს" და მეტოქე საბოლოო ანგარიშით, 25:22 დაამარცხა.
სუპერ ბოულის საუკეთესო მოთამაშე (MVP) "ჩიფსის" ლიდერი პატრიკ მაჰოუმსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 333 დაფარული იარდი და 2 თაჩდაუნი იყო. აღსანიშნავია, რომ მან სუპერ ბოულის MVP-ის ტიტული კარიერაში მესამედ მოიგო.