ზაფხულში პსჟ-ში დიდი ცვლილებებია დაგეგმილი. ლუის ენრიკე გუნდში აუცილებლად დარჩება, ასევე ცნობილია, რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და სეზონის ბოლოს ვინ დატოვებს კილიან მბაპესთან ერთად პარიზულ გუნდს. სიაში ისეთ ფეხბურთელებსაც ვხვდებით, რომლებიც ახლა იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ:
კეილორ ნავასი;კარლოს სოლერი;
ლაივინ კურზავა;
ხუან ბერნატი;
რენატო სანჩესი;
ჩავი სიმონსი;
ეს ფეხბურთელები პსჟ-ს 100%-ით დატოვებენ - ზოგი მათგანი უფასოდ წავა, ზოგის სანაცვლოდ კი კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს.
რაც შეეხება მანუელ უგარტეს, მილან შკრინიარს, გონსალო რამუშსა და რანდალ კოლო მუანის, ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ კლუბი კარგ შემოთავაზებას თუ მიიღებს, ყველა მათგანს შეელევა.