დორტმუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. მოსალოდნელია, რომ ედინ ტერზიჩი გუნდში დარჩება, რაც შეეხება ფეხბურთელებს, ცნობილია ვინ აღარ შედის კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს დორტმუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. სიაში ისეთ ფეხბურთელებსაც ვხვდებით, რომლებიც ახლა იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ:
სებასტიან ალე;
მარკო როისი;
მარიუს ვულფი;
ნიკლას ზიულე;
ჯოვანი რეინა;
სუმაილა კულიბალი;
ეს ფეხბურთელები სიგნალ იდუნა პარკს აუცილებლად დატოვებენ - ზოგი მათგანი უფასოდ წავა, ზოგის სანაცვლოდ კი კლუბი გარკვეულ თანხას მიიღებს.
რაც შეეხება იუსუფა მუკოკოს, სალიჰ ოშჩანს, დონიელ მალენსა და კარიმ ადეიემის, ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ კლუბი კარგ შემოთავაზებას თუ მიიღებს, ყველა მათგანს შეელევა. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელით იან მაატსენსა და ჯეიდონ სანჩოს. ორივე ფეხბურთელი კლუბში იჯარის წესით თამაშობდა, შესაბამისად, კლუბი ამ ფეხბურთელებს ან გამოისყიდის ან ორივე მათგანს გაუშვებს.
ასევე გასარკვევია მატს ჰუმელსის ამბავიც. ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.