საქართველოს და ფიჯის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში სულ 7-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 1 მატჩი ფრედ დასრულდა, 1 "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, ხოლო 5-ჯერ "მფრინავებმა" იმარჯვეს.
ურთიერთდაპირისპირებების ისტორია 2012 წელს დაიწყო, როდესაც მეტოქეს თბილისში ვუმასპინძლეთ და დაძაბულ ბრძოლაში 19:24 დავმარცხდით. შემდეგი ორი მატჩი ბორჯღალოსნებმა სტუმრად გამართეს — 2016 წელს საქართველომ მეტოქე 14:3 დაამარცხა, ხოლო 2018 წელს ფიჯიმ 37:15 მოიგო.
ბოლო 4 დაპირისპირება უკვე ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა, საიდანაც 2 მსოფლიო ჩემპიონატზე იყო. 2019 წელს, იაპონიის მსოფლიო თასზე ფიჯიმ საქართველო 45:10 დაამარცხა, ხოლო მომდევნო წელს ედინბურგში 38:24 წავაგეთ. ურთიერთდაპირისპირებებში ერთადერთი ფრე 2020 წელს ესპანეთში დაფიქსირდა, სადაც მატჩი 15:15 დასრულდა. "ბორჯღალოსნები" და "მფრინავები" ბოლოს ერთმანეთს საფრანგეთში, მსოფლიო თასზე შეხვდნენ, სადაც კუნძულელებმა 17:12 გაიმარჯვეს.
მსოფლიო რაგბის რეიტინგში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 74,02 ქულა აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება, ხოლო ფიჯი 76,38 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს. "ბორჯღალოსნებმა" ბოლო 5 მატჩიდან ხუთივე მოიგეს, ხოლო "მფრინავებმა" მხოლოდ 2 მოიგეს და 3 წააგეს.
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 5 კეპი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 12 კეპი, 15 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 7 კეპი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი, 10 ქულა), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 12 კეპი, 5 ქულა), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 7 კეპი, 10 ქულა), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 12 კეპი, 10 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 45 კეპი, 60 ქულა, კაპ.);
მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 4 კეპი), 18. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 4 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 16 კეპი, 5 ქულა), 20. ბექა საღინაძე (ლიონი, 39 კეპი, 15 ქულა), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 32 კეპი, 25 ქულა); 22. გელა აფრასიძე (ბაიონე, 52 კეპი, 35 ქულა), 23. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 112 კეპი, 90 ქულა).

![[პრევიუ] ზაფხულის ტესტები — საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის ბათუმში შეერკინება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FxLNf2ueBdxEkxJqzVoGJEo3onutmJAt5.webp&w=3840&q=75)






