იუვენტუსსა და მონცას შორის საბოლოო შეთანხმება შედგა! 26 წლის იტალიელი მეკარე მიკელე დი გრეგორიო კარიერას "ბიანკონერიში" გააგრძელებს. მხარეებმა ყველა დეტალი რამდენიმე წუთის წინ შეათანხმეს, საუბარია €20 მილიონიან გარიგებაზე, რის მიხედვითაც ფეხბურთელი იუვესთან კონტრაქტს 2028 ან 2029-წლამდე მოაწერს ხელს.
თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მიკელე ამ სეზონის ყველაზე გამორჩეული მეკარეა. იტალიელმა მოახერხა და 34 მატჩში კარი მშრალად 14-ჯერ შეინახა.
ტიაგო მოტას ზაფხულის პირველი ტრანსფერი ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს - იტალიის სერია ა-ს 2023/24 სეზონის საუკეთესო მეკარე იუვენტუსის ახალი პირველი ნომერი იქნება.