ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის წინ, გამოცემა
OPTA საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს, სადაც, რა თქმა უნდა, ნახსენებია ხვიჩა კვარაცხელიაც. OPTA ბოლო ორი სეზონის 3 გამორჩეულ ფეხბურთელს გამოჰყოფს, რომლებსაც ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი დაუგროვდათ.
სიას რეალ მადრიდის ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი ლიდერობს, რომელსაც 84 წარმატებული დრიბლინგი აქვს.
მეორე ადგილზეა ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც 64 წარმატებული დრიბლინგი დაუგროვდა ბოლო ორ სეზონში.
და ბოლოს, მესამე პოზიციაზე მილანის ათი ნომერი რაფა ლეაოა. 25 წლის პორტუგალიელის ანგარიშზე 57 წარმატებული დრიბლინგია.