აუგსბურგის განადგურების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელს, ჰარი კეინს ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში უკვე 15 ჰეთ-თრიკი დაუგროვდა. ინგლისელი ფორვარდი ამ კომპონენტში ჩამოუვარდება მხოლოდ 4 მოთამაშეს: კრიშტიანუ რონალდუს (39), ლიონელ მესის (36), რობერტ ლევანდოვსკისა (18) და ლუის სუარესს (16).
იმის გათვალისწინებით, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში აღარ თამაშობს, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მისი ადგილი სწორედ "რეკორდმაისტერის" ფორვარდმა დაიკავოს.
ბოლოს კი გადავავლოთ თვალი ტოპ 5 ლიგაში ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკის ავტორთა საუკეთესო 10-ეულს:
1. კრიშტიანუ რონალდუ - 39
2. ლიონელ მესი - 36
3. რობერტ ლევანდოვსკი - 18
4. ლუის სუარესი - 16
5. ჰარი კეინი - 15
6. სერხიო აგუერო - 13
7. ედინსონ კავანი - 12
8. მარიო გომესი - 12
9. ალან შირერი - 11
10. ერლინგ ჰოლანდი - 11