ფრანგული გამოცემა L'equipe პსჟ-ს ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელ სტატიას უძღვნის და მის ერთწლიან თამაშს აფასებს.
მოგეხსენებათ, ამ ერთ წელში კვარაცხელიამ პარიზულ გუნდთან ერთად 6 ტიტული მოიგო.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად, კვარა პსჟ-ს შემტევებს შორის ყველაზე გამოყენებადი მოთამაშეა. კერძოდ, ჯამში მან 3870 წუთი ითამაშა და 46 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან, რაც საუკეთესო შედეგია.
კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ის თამაშში საშუალოდ 0.47 გოლს იტანს და 0.31 საგოლე გადაცემას აკეთებს - ეს ჩემპიონთა ლიგაზე, ყველა ტურნირზე კი მის ანგარიშზე საშუალოდ 0.30 გოლი და 0.27 საგოლე გადაცემაა.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





