წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიმბოლურ თერთმეტეულს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უთამაშიათ. გასაკვირი არ არის ის, რომ კარში გიორგი მამარდაშვილია, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე აქამდე არასდროს უთამაშია. მისი მდგომარეობა ლივერპულში გადასვლის შემდეგ შეიცვლება.
ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება, ამ დროისთვის 45 მილიონი ევროა. რაც შეეხება ცენტრალური მცველების დუეტს, 55 მილიონიან მიკი ვან დე ვენს შუეწყვილდება ლივაი კოლუილი ან ლენი იორო, ორივეს ღირებულება 50 მილიონია. მარჯვენა განაპირა იქნება მალო გუსტო (35 მილიონი), მარცხნივ კი - დესტინი უდოჯი (45 მილიონი).
ცენტრალური ნახევარმცველების სამეული - ალექსის მაკ ალისტერი, მოისეს კაისედო (ორივე 75 მილიონი ევრო), მათ წინ კი ფლორიან ვირცი, რომელიც 130 მილიონით სიაში ყველაზე ძვირადღირებულია.
შემტევების 3-ეული: ფლანგებზე ნიკო უილიამსი (70 მილიონი) და მაიკლ ოლისე (55 მილიონი), ცენტრში კი - ვიქტორ გიოკერესი (65 მილიონი).
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (45 მილიონი);
მცველები: მიკი ვან დე ვენი (55 მილიონი), ლენი იორო (45 მილიონი), მალო გუსტო (35 მილიონი), დესტინი უდოჯი (45 მილიონი);
ნახევარმცველები: ალექსის მაკ ალისტერი (75 მილიონი), მოისეს კაისედო (75 მილიონი), ფლორიან ვირცი (130 მილიონი);
თავდამსხმელები: ნიკო უილიამსი (70 მილიონი), ვიქტორ გიოკერესი (65 მილიონი), მაიკლ ოლისე (55 მილიონი).