პარის სენ-ჟერმენის ყოფილმა კაპიტანმა, მამადუ სახომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედოდან წასვლის შემდეგ, ვეტერანი ფრანგი უკანახაზელი რჩებოდა კლუბის გარეშე და როგორც ვხედავთ, კარიერის გაგრძელება მან აღარ ისურვა. დამშვიდობება მოხდა პსჟ-ს ექს-კაპიტნისთვის მშობლიურ პარკ დე პრენსზე, პარიზთან თამაშის წინ.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-წითლებისა" და იმერული გუნდის გარდა, 35 წლის ყოფილი მცველი სხვადასხვა დროს ასევე ლივერპულში, კრისტალ პალასსა და მონპელიეში თამაშობდა. პარის სენ-ჟერმენის ყოფილი მე-3 ნომერი 2010-2018 წლებში იყო საფრანგეთის ეროვნული გუნდის წევრიც და მის ანგარიშზე 29 შეხვედრაში 2 გატანილი ბურთი არის.
სახოს საფეხბურთო კარიერის მთავარი მიღწევა მაინც უკავშირდება პსჟ-ს - ის დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნად, არა მხოლოდ დედაქალაქური კლუბის, არამედ, ზოგადად, საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში. სამკლაურის მორგების მომენტში მამადუ 17 წლისა და 8 თვის იყო.
Ce soir au Parc, l'enfant du PSG a dit au revoir au foot pro 💔
— Match360 (@Match360TV) January 12, 2026
Mamadou Sakho a annoncé sa retraite, puis a donné le coup d'envoi avec ses enfants ❤️🔵🔴
Le Colonel ! Légende éternelle du Parc 🪖👊#Sakho #MamadouSakho #PSG #ParcDesPrinces #CoupeDeFrance pic.twitter.com/9XJ904P8aD












