ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჩრდ.ირლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა გააკეთა.
"მეორე ტაიმში დიდი გამოძლეობა გამოვიჩინეთ, არა იმიტომ, რომ მეტოქემ კვარაცხელია უფრო აქტიურად ჩართო, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ იყო და მაინც მოვიგეთ.
ვფიქრობ, პენალტი დასანიშნი არ იყო. მსაჯობით გაოგნებული ვარ. მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ბურთთან ახლოსაც არ ყოფილა, რათა რამე გავლენა ჰქონოდა ეპიზოდზე და მაინც თერთმეტმეტრიანი დანიშნეს, როცა საპირისპირო მხარეს იგივე მომენტი გაატარეს.
ჩემი ფეხბურთელები უბრალოდ ბრწყინვალენი იყვნენ და გამოავლინეს ხასიათი, რამაც წარმატება მოგვიტანა", - განაცხადა ონილმა.











