ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა და წაგების მიზეზებზე ისაუბრა.
"მიმაჩნია, რომ მატჩის მიმართ სწორი მიდგომა შევარჩიეთ, თუმცა, ხელი ტრავმებმა შეგვიშალა. კერძოდ, ჩაკვეტაძესა და კიტეიშვილს 90 წუთი თამაში არ შეეძლოთ. სერიოზულ სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სათადარიგოთა შორის ჩაკვეტაძის პირდაპირი შემცვლელი უბრალოდ არ გვყავს"
"პირველი ნახევარი მისაღებად ჩავატარეთ, მეორეში კი თამაში საგრძნობლად გამოვასწორეთ და საგოლე შანსები რომ გამოგვეყენებინა, მატჩი ჩვენთვის ხელსაყრელი ანგარიშით დასრულდებოდა. საწყის ეტაპზე ტემპი გვაკლდა, შეტევაში ნელა გადავდიოდით, რის გამოც ხვიჩა იძულებული ხდებოდა, ბურთის მისაღებად უკან დახეულიყო."
"ტაიმებს შორის გაკეთებულმა კორექტირებამ შედეგი გამოიღო: გუნდი გააქტიურდა და კვარაცხელიას თერთმეტმეტრიანი რომ გაეტანა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდებოდა."
"როდესაც მარცხდები, რეალობა ყოველთვის უფრო ნეგატიურად აღიქმება. სრულიად მესმის თქვენი კრიტიკა და ვიცი, რომ ეს მედიის საქმეა. დაზიანებების ფაქტორს გვერდს ვერ ავუვლით — უკანახაზელების იძულებითი როტაციის გამო შეტევის გაძლიერების რესურსი ამომეწურა" — აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.











