ხვალ გაიმართება ერთა ლიგის ფინალური მატჩი საქართველოსა და საბერნეთის ნაკრებებს შორის. შეხვედრას "დინამო არენა" უმასპინძლებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩზე დასასწრები აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაყიდულია, რაც ბერძნებს არ გამოპარვიათ.
გავლენიანი ბერძნული გამოცემები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წერენ:
"მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი წამებში გაიყიდა, ნაყიდ ბილეთებს კი 10-ჯერ მეტ ფასში ყიდიან. მისი შეძენა მინიმუმ 135 ევროდ შეგიძლიათ. საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს ფინალში ხვდებიან, სადაც ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
ხალხი ონლაინ რიგში იდგა და ბილეთები მალევე გაიყიდა. უცნაურია, რომ ახლა ბილეთის ყიდვა 10-ჯერ მეტ ფასადაა შესაძლებელი. როგორც ჩანს, ქვეყანაში ამ თამაშს დიდი ყურადღება ექცევა. დინამო არენა 54 ათას გულშემატკივარს იტევს და ნახევარფინალში სტადიონი გადაჭედილი იყო", - ვკითხულობთ გამოცემაში.
აღნიშნულია ისიც, რომ საბერძნეთს დაახლოებით 2000 ბილეთი აქვს გამოყოფილი. ბერძენი გულშემატკივრების ნაწილს მისი ყიდვა 7 ევროდ შეუძლიათ.