ცნობილია ევროპის ჩემპიონატის 16 საუკეთესო წყვილის ვინაობა და 1/8-ფინალური წყვილები. ნაკრებები გადანაწილდნენ შემდეგნაირად:
შვეიცარია-იტალია (29 ივნისი)
გერმანია-დანია (29 ივნისი)
ესპანეთი-საქართველო (30 ივნისი)
ინგლისი-სლოვაკეთი (30 ივნისი)
პორტუგალია-სლოვენია (1 ივლისი)
საფრანგეთი-ბელგია (1 ივლისი)
რუმინეთი-ნიდერლანდები (2 ივლისი)
ავსტრია-თურქეთი (2 ივლისი)
1/8-ფინალური მატჩები გაიმართება 29 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით. ყველა მატჩი დაიწყება ჩვენი დროით 23:00 საათზე. რაც შეეხება საქართველოსა და ესპანეთის მატჩს, 30 ივნისს არის ჩანიშნული.
აქვე დავამატებთ, რომ "ფურია როხას" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები გერმანიასა და დანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.