ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი - მაქს ჰოლოუეი, ილია თოფურიას უკანასკნელ სტატუსს გამოეხმაურა, რომელშიც "ელ მატადორმა", კარიერული პაუზის მიზეზად, პირადი პრობლემები დაასახელა.
"ვწუხვარ ჩემპიონო. მესმის, თუ როგორი რთულია კარიერაზე კონცენტრირებასთან ერთად საკუთარი შვილებისათვის ბრძოლა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. "
Sorry to hear champ. If it’s what I’m hearing it is I know the struggle first hand trying to fight while protecting your kids. Hope all goes well.
— Max Holloway (@BlessedMMA) November 27, 2025



















