პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მოიპოვა. ვერცხლი ვლადიმერ ჭინჭარაულმა 50 მეტრზე პნევმატური შაშხანიდან სროლაში (R9 კატეგორია) დაისაკუთრა.
დაძაბულ ფინალში ქართველი თავდაპირველად ლიდერობდა, შემდეგ მესამე პოზიციაზეც გადავიდა, საბოლოოდ კი 248,2 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.



















