უნგრეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალ პირველი მატჩი მოვიგოთ. ვიცით, რომ ჩვენგან ყველა მეტს ელის და ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჯგუფში ზედა ადგილი დავიკავოთ. ამისთვის მაქსიმუმს ჩავდებთ.
წინა მატჩში მეტს ვიმსახურებდით, რადგან უკრაინასთან კარგად ვითამაშეთ და ქულა საკმარისი არ იყო. დაღლილობას რაც შეეხება, მჭიდრო კალენდარის გამო, ყველას იგივე პრობლემა აქვს.
ძალიან ცოტა ხანია, რაც ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს. ცვლილებები არის და ვცდილობთ, მისი დავალებები მოედანზე შევასრულოთ. მოკლე დროა და ბევრი სამუშაო გვაქვს. ვცდილობთ, ყველაფერი მალე ავითვისოთ", - განაცხადა კაკაბაძემ.












