მილანის ყოფილმა ნახევარმცველმა, სალი მუნტარიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, თუ რატომ დარჩა ლეგენდარული შვედი ფორვარდი ოქროს ბურთის გარეშე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დუეტი ერთად თამაშობდა როგორც "როსონერიში", ისე მილანის ინტერშიც.
"იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის იყო ტოპ თავდამსხმელი, ერთ-ერთი საუკეთესო თავის ეპოქაში. მას არ მოუგია ოქროს ბურთი იმიტომ, რომ ყოველთვის ზედმეტად პირდაპირი და გულახდილი იყო. ზლატანის სიმართლე საფეხბურთო სამყაროში ბევრს არ მოსწონდა. ამის მიუხედავად, ის ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფორვარდად რჩება.
ჩემი საუკეთესო სამეული? ანრი, ეტო'ო და სწორედ შვედი თავდამსხმელი. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ახლა კი ცდილობს გახდეს საუკეთესო ადმინისტრატორი. მჯერა, რომ მილანის ყოფილ ფორვარდს კლუბის სტრუქტურაში ყველაფერი გამოუვა", - განაცხადა ყოფილმა განელმა შუახაზელმა.